თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა

Sunday, July 10, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის სახელწოდება:
მონიტორინგი
პროექტის მთავარი იდეა:
თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდრის მოსახლეობის აღწერა
პროექტის აქტუალობა:
საკითხი აქტუალურია პრობლემიდან გამომდინარე. პრობლემაა ის, რომ არ არსებობს სოფლის მოსახლეობის შესახებ ზუსტი მონაცემები.თუ რამდენი იურიდიული და ფაქტობრივი მოსახლეა.
თემს, ადგილობრივ თვითმმართველობას, რაიონის გამგეობას ექნება ზუსთი მონაცემები სოფლის ადგილობრივი მოსახლეობის შესახებ
პროექტის მიზნები:
მოსწავლეებმა ისწავლონ მონიტორინგის პრინციპები.თვითონ მოიძიონ, შეაგროვონ, დააჯგუფონ და გამოთვლონ შედეგები. აქტიურად ითანამშრომლონ ერთმანეთთან, თემთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და გამგეობასთან.
მონაწილეთა ასაკი:
12–15 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა:
5 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები ითანამშრომლებენ თემთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და გამგეობასთან.განუვითარდებათ სოციალური უნარ–ჩვევები, კვლევა–ძიების უნარი.მონიტორინგის შედეგად შეიქმნება მასალა დოკუმენტები, რომელზედაც იქნება მოსახლეობის ზუსტი მონაცემები დატანილი და დაჯგუფებული.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კომპიუტერი(ორი), ქსეროქსის აპარატი, თაბახის ფურცლები, კალმები,word-ში შექმნილი კითხვარი (მოსახლეობის აღწერის დროს შესავსები), საქაღალდე (ოთხი ცალი), ფოტო აპარატი, power point-ში დამზადებული პრეზენტაცია "მონიტორინგის გზამკვლევი"

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
აქტივობა 1:გამგეობასთან გასაუბრება და ნებართვის მოპოვება(1 კვირა);
აქტივობა 2:"მონიტორინგის გზამკვლევის" გაცნობა მოსწავლეებისათვის (1 საათი);
აქტივობა 3:სამუშაო გეგმის, წესების, განრიგის შემუშავება/პრეზენტაცია (1 საათი);
აქტივობა 4:მოსწავლეთა მიზნობრივად გადანაწილება ჯგუფებში და სამუშაო ტერიტორიის დაყოფა (20 წუთი);
აქტივობა 5:შესავსები კითხვარების ელექტრონული ვერსიის დამზადება და დამრავლება (1 საათი);
აქტივობა 6:თემში გასვლა აღწერისათვის (1 თვე, კვირაში 2 საათი);
შეგროვებული ინფორმაციის დაჯგუფება სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით და წესრიგში მოყვანა (2 კვირა, კვირაში 2 საათი)
აქტივობა 7:მიღებული შედეგის ელექტრონული ვერსიის შექმნა (1 თვე, კვირაში 2 საათი)
აქტივობა 8:ნამუშევრის გადახედვა, შეფასება, დამრავლება და გადაგზავნა გამგეობაში (2 კვირა)
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მათემატიკა: მონაცემების დაანგარიშება;
გეოგრაფია: სამუშაო ტერიტორიის დაყოფა;
ინფორმატიკა:ისტ ტექნოლოგიების გამოყენება პროექტის მსვლელობისას.
ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები:


·      ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება;
·      კომუნიკაცია;
·      კვლევა;
·      თვალსაჩინოებების გამოყენება და შექმნა ;
·   თანამშრომლობა;                                                                                                                  


პროექტის ხელმძღვანელი:
ირმა ხმელიძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
irmairmakhmelidze@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: